ახალი ამბები
ტურისტული ატრაქციების შექმნისთვის ქუთაისის მერია კონკურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისში თანამედროვე ტურისტული ატრაქციების შექმნისთვის მერიამ კონკურსი გამოაცხადა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების ინფორმაციით, კონკურსის თემატიკა შეზღუდული არაა, ხოლო წარმოდგენილი ნამუშევარები კრეატიული, ინოვაციური, ვიზუალურად მიმზიდველი და დახვეწილი უნდა იყოს.

"კონკურსის მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს მასში და საუკეთესო იდეებით მოხდეს ტურისტული ატრაქციების შექმნა ქალაქში, რაც ჩამოსულ ტურისტებს ქუთაისში დიდი ხნით დარჩენის საშუალებას მისცემს," – განაცხადა მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა.

მერიის მიერ წარმოდგენილი პირობებით თანახმად, კონკურსში მონაწილეობა, ქუთაისის თვითმმართველობაში დასაქმებულების გარდა, 18 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერ პირს შეუძლია.

ასევე, ერთ ადამიანს რამდენიმე ნამუშევრის წარდგენის შესაძლებლობა აქვს.

მას თან უნდა ახლდეს იდეის დეტალური აღწერა, ხარჯთაღრიცხვა და ატრაქციის განთავსების ადგილი.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 30 ნოემბერია. გამარჯვებულს კი მერიაში შექმნილი კომისია გამოავლენს. მას ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1000 ლარი გადაეცემა.


Print