ახალი ამბები
წყალტუბოში სანატორიუმი "ივერია" შესაძლოა გასხვისდეს
FaceBook
მთავრობა წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი "ივერიას" გასხვისებას გეგმავს.

ობიექტის ღირებულება 2 488 000 ლარს შეადგენს და ის მთავრობის პროექტის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში უნდა გასხვისდეს.

სასტუმრო ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად ჯერ არ გამოუტანიათ, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ყოფილი სანატორიუმი "ივერია" 27 770 კვადრატული მეტრი ფართობზეა განთავსებული. შემსყიდველს ვალდებულება ექნება სანატორიუმის ტერიტორიაზე არანაკლებ 160-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

გარდა ამისა, საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, ინვესტორს სამორინეს გახსნა, ეზოს კეთილმოწყობა, არანაკლებ 80 ადამიანის დასაქმება და 6 400 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

მთავრობის პროექტის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში ბაღდათის რაონის სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლეც იყიდება.




Print