ახალი ამბები
ქუთაისის მერია ტურიზმის ცენტრისთვის 4 500 ლარის ფარდა-ჟალუზებს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობისთვის ფარდა-ჟალუზების შესაძენად 4 500 ლარიან ტენდერს აცხადებს.


სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ 12 ფანჯრისთვის 4 ცალი ღია ყავისფერის ფარდა და ასეთივე ფერის ე.წ. ფადა-როლეტი უნდა შეიძინოს. ფარდა-ჟალუზები უნდა იყოს მექანიკური მართვის სისტემაზე და არ უნდა იყოს ექსპლოტაციაში ნამყოფი.

გამარჯვებულმა კომპანიამ 60.5 კვადრატულ მეტრ ფართზე ფარდა-ჟალუზების მონტაჟი მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

ქუთაისის მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის ავეჯის შესაძენად 16 850 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

Print