ახალი ამბები
ქუთაისის მერია ტურიზმის ცენტრისთვის 16 850 ლარის ავეჯს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობისთვის ავეჯის შესაძენად 16 850 ლარიან ტენდერს აცხადებს.


საოფისე, მენეჯერის და საკონფერენციო მაგიდები, 4 სხვადასხვა ტიპის 68 სკამი და 4 ტუმბო – 10 სახეობის 81 ერთეული ავეჯის შესაძენად, ელექტრონული შესყიდვა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ავეჯის შეძენა–მონტაჟი 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ–ერთი მთავარი პირობაა, რომ ავეჯი ექსპლოატაციაში ნამყოფი არ უნდა იყოს.

ელექტრონულ შესყიდვაზე წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 17 ნოემბერს სრულდება.

რუსთაველის # 9–ში, ლუდსახარში "მირზაანის" ყოფილ შენობაში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის დეკემბრისთვის დაანონსა.

ტურიზმის ცენტრი  ააიპ ორგანიზაციად უკვე დაფუძნდა.
Print