ახალი ამბები
ქუთაისში ენერგოდაზოგვის დღესთან დაკავშირებით ფლეშმობი მოეწყო
FaceBook
ქუთაისში ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ "სტუდენტები ენერგოეფექტიანობისათვის" ფლეშმობი მოაწყო.

ღონისძიება სახელწოდებით "ჩვენ ვირჩევთ ენერგოეფექტურ ტრანსპორტს" დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერტიტორიაზე მოეწყო.

ორგანიზატორების თქმით, ფლეშბომით საზოგადოებას ეკოლოგიურას სუფთა ტრანსპორტით აქტიურად სარგებლობისკენ მოუწოდეს.

"შეკრება ინიცირებულია იმ ახალგაზრდების მიერ, ვინც აქტიურად იყენებს ენერგოდამზოგავ ტრანსპორტს. მათი მონდომებით ჩავატარეთ ფლაშმობი, რათა სხვაბსაც შევახსენოთ, რომ ასეთი ტრანსპორტით მოძრაობა მეტად დაიცავს ჰაერს დაბინძურებისგან," - ამბობს არასამთავრობო ორგანიაზაცია "სტუდენტები ენერგოეფექტურობისთვის" ხელმძღვანელი, ანჟელა იუნანიძე.

ფლეშმობის მონაწილეების თქმით, ენერგოდამზოგი ტრანსპორტით ახალგაზრდები გართობასაც და ენერგიის დაზოგვასაც ახერხებენ.

"შევიკრიბეთ იმისთვის, რომ წარმოვადგინოთ ველომბრბოლელების, პარკურისტების და როლერების პერფორმანსი. გარდა იმისა, რომ ასეთი ტრანსპორტი გარემოსთვის საზოანო არ არის ის, ასევე, ძალიან კარგი გართობის საშუალებაა,"- ამბობს ფლეშმობის მონაწილე, ნინი ხელაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები ენერგოეფექტიანობისათვის", პროგრამა "CLEEN"-ის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღეს 2015 წლიდან აღნიშნავს.

მსოფლიოში ეს დღე 2008 წლიდან აღინიშნება.


Print