ახალი ამბები
ქუთაისში ხელბურთის ეროვნული და საერთაშორისო ფედერაციების წარმომადგენლები იმყოფებიან
FaceBook
ქუთაისში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასა და საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. 

ქალაქის მერმა საერთაშორისო ტურნირების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ჩვენს ქალაქში ეს დღეებია იმართება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის ღონისძიება ხელბურთში. ეს არის ევროპის შესარჩევი ტური, რომლის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. გუნდები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან წარმოდგენილნი, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, სომხეთი, მოლდოვა, ალბანეთი და სხვა ქვეყნები. ეს ქალაქის პოპულარიზაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია", –განაცხადა შოთა მურღულიამ. 

"მთლიანობაში ტურნირი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ხვალ და ზეგ უფრო საინტერესო თამაშები იქნება. ასე რომ, მე მოვუწოდებ გულშემატკივრებს მოვიდნენ ქუთაისის სპორტის სასახლეში და ნახონ ის სანახაობა, რასაც ჰქვია ხელბურთი," -  ამბობს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ზურაბ კაკაბაძე.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) თასის გათამაშებაში 7 გუნდი მონაწილეობს.

ტურნირი ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე წლის 8 ნოემბერს დაიწყო და 13 ნოემბერს დასრულდება.

შეჯიბრში გამარჯვებული ევროპის ზონის ჩემპიონი გახდება და 2017 წელს ფინალურ, ინტერკონტინენტალურ ტურნირზე ითამაშებს.


Print