ახალი ამბები
იმერეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ეყოლება
FaceBook

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ეყოლება.


შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნუგზარ ქუთათელაძე, რომელიც ამ პოსტზე მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა, ამჟამად კადრების განკარგულებაში იმყოფება.

"კადრების განკარგულებაშია, ეს ჩვეულებრივი როტაციაა," – განმარტავენ შსს–ში.

ნუგზარ ქუთათელაძე მანამდე წყალტუბოს პოლიციაში მუშაობდა.

მან იმერეთის სამხარეო პოლიციის შეფის პოსტზე მერაბ ჩიხლაძე ჩაანაცვლა.

ეს უკანსკნელი კი ამჟამად შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახლავთ.

იმერეთის სამხარეო პოლიციის ახალი შეფის ვინაობას შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ასახელებენ.








 

Print