ახალი ამბები
ქართული პროდუქცია ევროპული სტანდარტებით – სემინარი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში მეწარმეებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩატარდა.

შეხვედრაზე ქართული პროდუქციის ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმოებისა და მათი ევროპულ ბაზარზე გატანის ნორმების დაცვაზე ისაუბრეს.

რა მეთოდებით ახორციელებენ ადგილობრივი ბიზნესმენები თავიანთი პროდუქციის წარმოება–რეალიზაციას და რა მოთხოვნებს უყენებს მათ ევროპული სტანდარტი? – ამ საკითხებზე "სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა განმარტეს.

"7000–ზე მეტი ნორმა გვაქვს მიღებული, როგორც საქართველოს სტანდარტი. ამ სფეროში ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვანია ყველა მეწარმისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პროდუქციის უკეთ პოპულარიზება და წარმატებული ბიზნესსაქმიანობა. არა მხოლოდ შიდა, არამედ უცხოურ ბაზარზე, პროდუქცია უნდა ხვდებოდეს ევროუპლი სტანდარტის შესაბამისად,"– ამბობს "საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს" გენერალური დირექტორი, დავით ტყემელაძე.

"ზოგჯერ ერთ დოკუმენტში ურთიერთსაწინააღმდეგო ნორმები იყო, რაც დაუშვებელია. ბოლო წლებში მოხდა ამ სტანდარტების არევა, რამაც ბიზნესმენების დაბნეულობა გამოიწვია. მეწარმემ უნდა იცოდეს რა არის სტანდარტი," – განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

ევროპული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია მსმენელებს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში უცხოელმა ექსპერტებმაც გააცნეს.

ამ საკითხებზე ცნობადობის ამაღლების სემინარი საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე განხორციელდა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

Print