ახალი ამბები
ქუთაისელები დონალდ ტრამპსა და ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებზე – გამოკითხვა (ვიდეო)
FaceBook
"მან შეიძლება ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მოაწესრიგოს", "აქ არის დიდი ქვეყნების ჭიდილი", "რაღაც კავშირი არის რუსეთსა და ტრამპს შორის".

ასე აფასებენ ქუთაისელები საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ურთიერთობებს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ.

ქუთაისიპოსტმა ამ თემაზე შემთხვევითი შერჩევის პრონციპით 30 ადგილობრივი გამოკითხა. 20 გამოკითხულის აზრით, ტრამპის გამარჯვება საქართველოსა და აშშ-ს შორის მომავალ ურთიერთობებზე დადებითად აისახება, დანარჩენების აზრით კი ამერიკის "რესპუბლიკელი" პრეზიდენტის არჩევით არაფერი შეიცვლება.

2016 წლის 8 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:




ლანა კოკაია
რეზი ბურჯანაძე
Print