ახალი ამბები
ქუთაისში საჯარო სკოლასთან ქვეითთა შუქნიშნის მოწესრიგებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები მოსახლეობა, #31 საჯარო სკოლის წინ ქვეითთა შუქნიშნის მოწესრიგებას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, გადასასვლელზე შუქნიშანი რამდენიმე კვირაა არ მუშაობს.

"მხოლოდ წითელი ინთება და მწვანე არა. ასეთი ინტენსიური მოძრაობის ქუჩაზე, როგორ შეიძლება შუქნიშანი არ მუშაობდეს. თან სკოლის წინაა და ბავშვების უსაფრთოებაზე არავინ ზრუნავს," – ამბობენ ადგილობრივები.

ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შუქნიშანზე მწვანე ფერის ნიშანი ტექნიკური მიზეზის გამო გამორთულია.

"დენი არ მიეწოდება და უახლოეს დღეებში მოხდება მისი ჩართვა," – აცხადებენ მერიაში.
Print