ახალი ამბები
ზვარეში რვადღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ სამუშაოები დღეს განახლდა
FaceBook
ხარაგაულის სოფელ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბის თანამშრომლებმა, რვა დღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მუშაობა განაახლეს.

სამუშაოების დაწყება მოთხოვნილი პირობების განხორცილების და ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილების სანაცვლოდ მოხდა. კერძოდ, ჩინურ კომპანიაში მენეჯერი შეიცვალა.

"ადმინისტრაციის ის თანამშრომელი გაუშვეს, რომელიც ცუდად გვექცეოდა და ამის გამო გვქონდა პრობლემა. უშუალოდ ჩინელ მუშებთან არანაირი უთანხმოება არ გვქონია. დღეს გაგვესაუბრა ის ახალი ქართველი მენეჯერი, რომელმაც ჩინელი ჩაანაცვლა", - ამბობს ქუთაისიპოტთან საუბარში ზვარეს სარკინიგზო გვირაბში დასაქმებული, გიორგი თაბუკაშვილი.

მისი განმარტებით, ადმინიტრაციამ მათ იმ დღეების განაცდურიც უნდა აუნაზღაუროს, როდესაც აქციებს მართავდნენ. ასევე, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დაზარებეული მუშების ფინანსური დახმარებაც.

ზვარეში საპროტესტო აქცია რვა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაფიცულები მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ და დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების გაუმჯობესებას  მოითხოვდნენ.

სარკონიგზო გვირაბს ჩინური კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" აშენებს, რომელიც "საქართველოს რკინიგზის" კონტრაქტორია.





Print