ახალი ამბები
ქუთაისში ლათინური ცეკვების შემსწავლელი სტუდია გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიში, ლათინური ცეკვების შემსაწვლელი სტუდია გაიხსნა.

ცეკვის გაკვეთილები წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა.

ლათინო ამერიკული ცეკვები: სამბა, ჩა-ჩა-ჩა, რუმბა, ესპანური პასადობლე, ამერიკული ჯაივი, ასევე, ევროპული ცეკვები, ნელი ვალსი, ტანგო, ვენური ვალსი, ფოქსტროტი, ქვიქსტები - ეს იმ ცეკვების ჩამონათვალია, რომლის შესწავლა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს უფასოდ შეუძლიათ.

"გაკვეთილები კვირაში რამდენიმე დღე ტარდება. 25 მოსწავლემდე დადის, თუმცა შეზღუდული არ აირის. თუ სურვილი ექნებათ წერეთლის უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მოვიდეს და შეისწავლოს ცეკვა," - ამბობს ლათინური ცეკვების სტუდიის ხელმძღვანელი, ხათუნა ბუხაიძე.

ლათინური და ევროპული ცეკვების შემსწავლელი გაკვეთილები წერეთლის უნივერსიტეტის საკალადბურთო დარბაზში ტარდება. ცეკვის შესწავლის მსურველებს რეგიტრაციის გავლა სასწავლებლის #1138 აუდიტორიაში ყოველდღე 11:00-დან 16:00 საათამდე შეუძლიათ.


Print