ახალი ამბები
ქუთაისში საკონცერტო დარბაზის მშნებლობა იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, საკონცეტრო დარბაზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ქალაქის საშუალოვადიანი გეგმის "ქუთაისი 2021"-ის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

ამის შესახებ, ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა ისაუბრა.

მან ქალაქის საშუალოვადიანი გეგმა კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების გააცნო.

პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ქალაქისთვის დარბაზის მშენებლობა ძალიან მნიშვნლეოვანია.

"იცით, რომ ქალაქში სხვადასხვა სახის კონცერტების ჩატარება, ძირითადად, მესხიშვილის სახელობის თეატრში გვიწევს იმის გამო, რომ ქალაქში არ გვაქვს საკონცერტო დარბაზი. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ აუცილებელია თანამედროვე სტანდრატების დარბაზის მშენებლობა", - განმარტა მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა.

საშუალოვადიანი სტარტეგიული გეგმის მიხედვით, ქუთაისში, ასევე იგეგმება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფილიალის გახსნაც. გარდა ამისა, "ქუთაისი 2021"–ში ყურადღება გამახვილებულია სპორტის სფეროში ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაზე.

სტრატეგიული დოკუმენტი შვიდ სტრატეგიულ მიზანს და ათ პროგრამას მოიცავს. მათ შორისაა, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება, რისთვისაც ქალაქის მთავრობა სპეციალურ პროგრამებს განახორციელებს.

"2021"-ის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, როგორც განათლების რეგიონული ცენტრის, მნიშვნელობის გაზრდას გეგმავს.

ამ მიზნით საშუალოვადიანი გეგმა პროექტს - "ქუთაისი - განათლებისა და ცოდნის ქალაქი" შეიცავს და მის ფარგლებში სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა დაგეგმილი.


გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დაგეგმილია, ასევე, შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა მოქალაქეებმა მიიღონ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ აპირებს ქალაქის ხელისუფლება ქუთაისის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებას და რა მიმართულებითაა მომავალში ქალაქის განვითარება დაგეგმილი.


Print