ახალი ამბები
ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან 35-ში სამედიცინო კაბინეტი არ არსებობს
FaceBook
ქუთაისში 35 საჯარო სკოლაში სამედიცინო კაბინეტის არარსებობის გამო, საჯარო სკოლები სასრწაფო დახმარების იმედზე არიან.

"ხშირია შემთხვევები როდესაც ვინმე ცუდად ხდება, ამ დროს სკოლის ერთადერთი იმედი სასწრაფო დახმარებაა,"- ამბობს ქუთაისის ერთ - ერთი სკოლის მოსწავლე ნინო ბასილაია.
ქუთაისში, სულ 38 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, აქედან, სამედიცინო კაბინეტი მხოლოდ სამ სკოლაში N24, N12, N19, N29 სკოლაში არსებობს.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ვაშაკიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ მიმდინარე წელს, სამედიცინო კაბინეტი სამ სკოლაში ( N7, N25, N38 ) მოეწყობა. 
ექიმის კაბინეტი აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით, დაახლოებით 20 სახის სამედიცინო აპარატით, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო უცხოეთიდან შეიძენს.
"ჯერჯერობით მხოლოდ სამ სკოლაში მოეწყობა ექიმის კაბინეტი, რადგან სამინისტროს ბიუჯეტი შეზღუდული აქვს,"- განმარტავს ვაშაკიძე.
ქუთაისის სკოლებში სამედიცინო კაბინეტის მოწყობა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, "ზოგადი განათლების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში იგეგმება.
საქართველოს განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ექიმის კაბინეტის საჯარო სკოლებში მოწყობის პროცესი ეტაპობრივად მთელი საქართველოში განხორციელდება.
ლიკა გაბუნია, გიორგი გაბრიაძე

Print