ახალი ამბები
გოგი წულაია – ქუთაისის მერიამ 140 ხეს ფესვები გადაუჭრა
FaceBook
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის გამო, 140 ხისთვის ფესვების გადაჭრას აპროტესტებს.

გოგი წულაია ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

"მე ვგრძნობ საშიშროებას, რომ ეს ხეები, რომლებსაც ფესვები გადაუჭრეს, წაიქცევა და ადამიანების სიცოცხლეს შეუქნის საფრთხეს. არავინ იცის, რამე რომ მოხდეს, ვისი შვილი იქნება აქ, ჩემი თუ ქალაქის მერის", – აცხადებს გოგი წულაია.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ "სპეციალურ სერვისებში" ხეებისთვის ფესვების გადააჭრის ფაქტს არ უარყოფენ. თუმცა, აცხადებენ, რომ ამით მცენარეები არ დაზიანებულა და შესაბამისად, მათი წაქცევის საფრთხე არ არსებობს.

"მართალია ცოტაზე მოგვიწია ჩაჭრა, მაგრამ გარწმუნებთ, ეს არავითარ ზიანს არ მიაყენებს ხეებს. ისინი რომ არ დაგვეზიანებია, ზოგიერთ ადგილზე გამრუდდა კიდეც სანიაღვრე, რადგან ვცდილობდით გვერდი აგვევლო ხეებისთვის," – აცხადებს "სპეციალური სერვისების" გენერალური დირექტორის მოადგილე, არჩილ ჭავაჭანიძე.



Print