ახალი ამბები
ავტომანქანაში ცეცხლის გაჩენის შედეგად დაზარალებულები რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფებიან
FaceBook
ქუთაისში, 8 ნოემბერს იუსტიციის სახლთან, ავტომანქანაში ცეცხლის გაჩენის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდები ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

ზ.ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ ოთხივე დაშავებულს უტარდება სრულფასოვანი მკურნალობა.

ისინი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დამხარების ორმა ბრგადამ ღამის თერთმეტის ნახევარზე გადაიყვანა.

"15 წლის მოზარდი მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში.
თავის ტვინის შერყევით, წელის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობით. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

16 წლის დაშავებული პაციენტი პედიატრიულ რეანიმაციაშია მოთავსებული. ის არის კონტაქტური და ცნობიერება აქვს ნათელი. მას ჩაუტარდა უკვე საკონტროლო ტომოგრაფია და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

18 წლის გოგონა მოზრდილთა რეანიმაციაშია მოთავსებული სახის ძველებისა და ნეკნების მოტეხილობით. ის იმყოფება ხელოვნულ სუნთქვაზე და ჩართულია ნეიროქირურგი, რომელიც განსაზღვრავს შემდგომი დახმარების ტაქტიკას.

მეოთხე დაზარალებული, 19 წლის ახალგაზრდა, მოთავსებულია ნეირორეანიმაციაში. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ქალა ფუძის და საფეთქლის ძვლის მოტეხილობით, აქვს სუბდურული ჰემატომა, ფილტვების დაჟეჟლობა. იმყოფება ნეოროქირურგის კონტროლის ქვეშ, რაიმე სახის ოპერაციული ჩარევა არ არის დაგეგმილი," – განაცხადეს ქუთაისიპოსტთან საუბარში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა ააღძრული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვა ჯანმრთელობის დაზიანება.


თეონა წითაძე


Print