ახალი ამბები
ქუთაისში ღამით ავტომანქანის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
FaceBook
ქუთაისში, 8 ნოემბერს გვიან ღამით იუსტიციის სახლთან, ავტომანქანაში ცეცხლის გაჩენის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა ააღძრული, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვა ჯანმრთელობის დაზიანება.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხივე პირი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილი.

Print