ახალი ამბები
ამერიკა დამოუკიდებლობიდან 25 წლის შემდეგ– საჯარო ლექცია ქუთაისში
FaceBook
ამერიკელმა ისტორიკოსმა და სამხედრო მწერალმა, იან თოლიმ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა.

მისი მოხსენების თემა "ამერიკა დამოუკიდებლობიდან 25 წლის შემდეგ" გახლდათ.

იან თოლმა ამერიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმოიხილა და ყურადღება დემოკრატიულ ღირებულებეზე გაამახვილა.

საჯარო მოხსენების ორგანიზატორი პროფესორ ვახტან ამაღლობელის სახელობის "ამერიკის შესწავლის ცენტრია", რომელიც წერეთლის უნივერსიტეტში 2003 წლიდან ფუნქციონირებს.

"ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრებაში მნიშვნელოვანია პერიოდია, როდესაც მიიღეს კონსტიტუცია და აირჩიეს პირველი პრეზიდენტი. ჩვენ, ტრადიციულად, ვმასპინძლობთ სტუმრებს ამერიკის საელჩოდან, რომლებიც სტუდენტებსა და პროფესურას ძალიან საინტერესო ინფორმაციას აწვდის. ცენტრის ერთ–ერთი მოვალეობაა აუდიტორიას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს რა სტრატეგიულ ურთიერთობებს გეგმავს შეერთებული შტატები საქართველოსთან", - ამბობს "ამერიკის შესწავლის ცენტრის" დირექტორი, ია იაშვილი.


Print