ახალი ამბები
"ტორპედოელი" გაბრიელ საღრიშვილი საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გაბრიელ საღრიშვილი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა 19 წლამდელთა შემადგენლობაში გამოიძახა.

მიმდინარე წლის 9-14 ნოემბერს თბილისსა და გორში, საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე, საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ასაკობრივ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ოთხთა ტურნირის პირველ შეხვედრას ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა 2016 წლის 9 ნოემბერს 15 საათზე დაიწყება.


რეზი ბურჯანაძე


Print