ახალი ამბები
ქუთაისში ფიროსმანის ნახატების გამოფენის დათვალიერება 1-დან 3 ლარამდე ღირს
FaceBook
ქუთაისში ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე მოხვედრის მსურველს იგივე ფასების გადახდა მოუწევს, რა ფასებიც ისტორიულ მუზემშია დადგენილი  - 2 ლარი სტუდენტი, ერთი ლარი მოსწავლე, დანარჩენი ვიზიტორებისთვის 3 ლარი. ხოლო ვისაც მუზეუმში დაცული ექსპონატების გიდის თანხლებით დათვალიერების სურვილი გაუჩნდება, მას 10 ლარის გადახდა მოუწევს.
ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცული ტილოებია წარმოდგენილი. გამოფენის ინიციატორი და ორგანიზატორი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოა, რომელმაც აღნიშნული გამოფენა პროექტის მუზეუმების კოლექციების პოპულარიზაციის ფარგლებში განახორციელა.
გამოფენა 15 აპრილს გაიხსნა და 30 აპრილამდე გაგრძელდება.

Print