ახალი ამბები
ქუთაისში მთავრობის გადადგომას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში მთავრობის გადაგომას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით, პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი წულია გამოდის. წულაიამ აღნიშნული მოთხოვნით დღეს ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.
"ვიცით, რომ ქუთაისს ჰყავს უმოქმედო მთავრობა და ამ მთავრობით ვერ მოხდება ქალაქის წინსვლა. ამ დრომდე არაფერი არ გაკეთებულა და ერთი ფურცელიც არ დაწერილა ქალაქის გასავითარებლად. მოვუწოდებ შოთა მურღულიას და მოეგოს გონს", - განაცხადა მერიის შენობის წინ გამართულ გამაფრთხილებელ აქციაზე.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მერიის შენობის წინ საპროტესტო აქციას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მანამ გამართავენ ვიდრე მთავრობა არ გადადგება.
თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელმა ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის მიმდინარე წლი იანვარში თურქეთში მივლინება გაპროტესტა და არამიზნობრივი ხარჯი უწოდა.
თეკლე მორგოშია
Print