ახალი ამბები
ქუთაისში ფასიანი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ ორმა აპლიკანტმა მიიღო
FaceBook

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული  ფასიანი სტაჟირების პროგრამაში , ქუთაისიდან მონაწილეობა მხოლოდ ორმა აპლიკანტმა მიიღო.



ფასიანი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამები სოციალი მომსახურების სააგენტოს მიერ  წელს პირველად გამოცხადდა და მასში ჩართვა  ნებისმიერ მსურველს შეეძლო.


სააგენტოში აცხადებენ, რომ ფასიანი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ ერთი  ორგანიზაცია "შპს პოლიგარაფი" და ორი აპლიკანტი დაინტერესდა.

"პროგრამის განხორციელების დროს მნიშვენელოვანია კერძო სექტორის დაინტერესება. მათი მზადყოფნა იმისთვის,   რომ მიეღოთ დაინტერესებული პირები. შერჩეულია ორი აპლიკანტი,  ისინი სამთვიან სტაჟირებას დაასრულებენ დეკემბერში, ხოლო თითოეულ მათგანს სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი აქვს ვაუჩერი, საიდანაც მათ ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის თანხა ერიცხებათ" - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე.

ამავე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პროგრამაც.

როგორც, სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ,  პროგრამაში 2 შშმ პირი მონაწილეობს.  ისინი "შპს ჯორჯიან ტექსტილსა"და "შპს ლევანტოში" დასაქმდენენ და ხელფასის  50 %  –ს სოციალური მომსახურების სააგენტო აუნაზღაურებს.

ფასიანი სტაჟირების პროგრამა სამთვიანია და ის მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

ასევე, 2016 წლის სექტემბერში სოციალური მომსახურების სააგენტომ  საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში პროფესიულ პროგრამაზე გამოაცხადა მიღება.  იმერეთში სწავლება ქუთაისში, საჩხერესა და ტყიბულში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ აკრედიტებულ  პროფესიულ სასწავლებლებში მიმდინარეობს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ,  რომ პროგრამის ფარგლებში ქუთაისში პროფესიულ განათლებას 200 , ტყიბულში 20 და საჩხერეში 20 აპლიკანტი ეუფლება.



 

Print