ახალი ამბები
საჩხერეში "მუხრანობა 2016" აღინიშნება
FaceBook
სახალხო დღსასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები დილიდან დაიწყო.
საჩხერის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც  მომღერალი თემურ  წიკლაური ადგილობრივ მუსიკოსებსა  და ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებელბთან ერთად კონცერტს გამართავს.

"მუხრანობის" აღნიშვნა საირმე-ჭორვილა-მოძვი-ჯილაურდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გახსნით დაიწყო.  

12:00 საათზე არგვეთის საჯარო სკოლაში მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას პერფორმანსით წარმოადგენენ.

მოგვიანებით,  პოეტის სახლმუზეუმში ადგილობრივი მსახიობები ლიტერატურულ კომპოზიციებს შესთავაზებენ მსმენელებს.

საჩხერის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ანსამბლი "მოდინახე" იმღერებს.

15:00 საათიდან რკინიგზის მოედანზე დაიწყება სპორტული თამაშობები და გამოფენა. მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები.

სახალხო დღესასწაულზე დააჯილდოვებენ საჩხერის საპატიო მოქალაქეებსაც.

"მუხრანობა 2016" საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. 

 

.

 

Print