ახალი ამბები
გასხვისებული ქონების საქმეები "განაჩენის" მოლოდინში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, წინასაარჩევნო კამპანიის გამო შეჩერებული მუშაობა  განაახლა.

2005-2016 წლებში,  ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ,   უძრავი ქონებისა და მიწის გასხვისების კანონიერების შემსწავლელი  ჯგუფი მორიგ სხდომას უახლოეს დღეებში გამართავს.  

ჯგუფის ხელმძღვანელის, გია ქობალიანის თქმთ, უკვე შესწავლილ საქმეებს შორის რამდენიმე საკითხი იკვეთება, რომელიც შესაძლოა,  პროკურატურას შემდგომი შესწავლის მიზნით გადაეცეს.

საკრებულოს 6 დეპუტატით დაკომპლექტებულ ჯგუფს უნდობლობას ამავე ჯგუფის წევრები უცხადებენ.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები,  გია უკლება და სამსონ გუგავა აცხადებენ, რომ ჯგუფის წევრობას მხოლოდ იმ მოტივით დასთანხმდნენ, რომ  თვალი ედევნებიათ მათი მუშაობისთვის, თუმცა, არც ერთი მათგანი 4 თვის განმავლობაში სამუშაო ჯგუფის  სხდომებს არ დასწრებია.

უკვე ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფი არ განიხილვს ბოლო დროის ისეთ ხმაურიან საქმეს, როგორიცაა ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობა, რაც საბოლოო ჯამში,  ჯგუფის მიმართ საკრებულოს დეპუტატების უნდობლობის მთავარი მიზეზი გახდა.  

შესწავლილ საქმეებზე ჯგუფმა დასკვნა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დადოს. 

Print