ახალი ამბები
ავარია ტყიბულში - დაღუპულია 10 წლის ბავშვი
FaceBook
ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში ავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა.

ასევე, დაშავებულია 35 წლის მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა. მას პირველადი დახმარება ტყიბულის საავადმყოფოში ჩაუტარეს. ხოლო შემდეგ ქუთაისში, კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინიტროს საზოგადოებასათნ ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით არის აღძრული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ექსლპუატაციის წესების დარღვევით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.





Print