ახალი ამბები
ქუთაისში სამ ექიმს სერთიფიკატი შეუჩერდა
FaceBook
ქუთაისში, ბოლო  ერთი წლის  მანძილზე  სამ ექიმს შეუჩერდა  სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება. აქედან,  ერთს ორი, ხოლო ორს ერთი თვით შეუწყდა პროფესიული საქმიანობა. ამის გარდა, ოთხ  ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. 

სამედიცინო საქმიანობის  სახელმწიფო რეგულირების  სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისში ექიმებისთვის სერთიფიკატის  გარკვეული დროით შეჩერების გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს  მიერ იქნა განხილული. 

თუმცა, წერილში მითითებული არ არის, კონკრეტუალდ რის საფუძველზე მოხდა ექიმებისთვის  სერთიფიკატის მოქმედების შეჩერება ან წერილობითი გაფრთხილების მიცემა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, ერთი კვირის წინ,  საკეისრო კვეთის შემდგომ ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, გოგონა ქირურგის მიერ საკეისრო კვეთის დროს დაშვებულ შეცდომას ემსხვერპლა.


Print