ახალი ამბები
ქუთაისში ასათიანის ქუჩა წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტა
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოძრაობა შეფერხებულია.

გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია სასტუმრო "თბილისთან".  საქალაქო ტრანსპორტი, რომელიც ასათიანის ქუჩიდან  ჭავჭავაძის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ახლა  იმავე მარშრუტით მოძრაობას ერისთავის, გვანცელაძისა და სიანურის ქუჩების შემოვლით ახერხებენ.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანი smk–მ, რომელიც  წყლის სისტემის რეაბილიტაციას ქალაქის მასშტაბით ახორციელებს, ასათიანის ქუჩის გადაკეტვა სამი დღით ითხოვა.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" კი ამბობენ, რომ  კომპანია  ცენტრალური მილიდან ჩიხებში წყლის გადართვით სამუშაოებს ახორციელებს, რასაც სავარაუდოდ ერთ კვირა დასჭირდება. 

ასათიანის ქუჩაზე smk წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას რამდენიმე თვეა ახორციელებს. სამუშაოების გაჭიანურების გამო, ერთი თვის  წინ  კომპანიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეიცვალა.
Print