ახალი ამბები
ძუძუს კიბოს დასამარცხებალდ ქუთაისში აქცია მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის ფარგლებში აქცია სლოგანით "ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს დასამარცხებლად" მიმდინარეობს.

ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, 40–დან 70–წლამდე ასაკის ქალბატონებს უფასო სკრინინგს ჩაუტარებენ. მამოლოგთან კონსულტაცია კი ნებისმიერი ასაკის ქალბატონებს ჩაწერის და რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ გიარონ. ამისთვის ქალბატონებს ცოცხალ რიგში დგომა მოუწევთ. აქცია 12 საათზე დაიწყო  და დღის ბოლომდე გასტანს.

"ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 40–დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის უფასო მამოგრაფიულ გამოკვლევას გულისხმობს. ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ბევრი პაციენტმა ისარგებლა ამ პროგრამით, გამოვლინდა ნაადრევი სტადიები. ბევრმა იმკურნალა და გადარჩა. გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ქალბატონი მოვიცვათ", –ამბობს კავშირ "ჰერას"–ს ტექნიკური მრჩეველი, მერი თოდაძე.

კამპანიის ფარგლებში საგანმანათლებლო სესიები, ხელნაკეთი აქსესუარების, ბატიკის და ნახატების გამოფენა გაიმართება და მაისურები დარიგდება.

"ძუძუს კიბოს ყოველ წელს იზრდებოდა და ახლაც არის ზრდის ტენდენცია, ამიტომ ძალაიან მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ ძუძუს კიბო არ არის განაჩენი. ის განკურნებადია, თუ მისი აღმოჩენა მოხდება ნაადრევ სტადიაზე. ნაადრევ სტადიაზე აღმოსაჩენისთვის აუცილებელია ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები. ძუძუს კიბოს თვითაღმოჩენაც შესაძლებელია თვითგასინჯვით,"–აცხადებს მერი თოდაძე.

"მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" მიზანია მოიხსნას სტიგმა და კომპლექსი, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს ახასიათებთ. მსგავსი ღონისძება მსოფლიოს 70 ქვეყანაში იმართება. მისი ორგანიზატორია ამერიკული ორგანიზაცია სუზან კომენის ფონდი, რომლის ეგიდით ტარდება აღნიშნული ღონისძიება.

აქციის ორგანოზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ "ჰერა". მხარდაჭერები კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია არიან.

მარათონი პირველად ქუთაისში 2005 წელს ჩატარდა.
Print