ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობის აღდგენისთვის 79 700 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
FaceBook

ქუთაისის მერია ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 79 700 ლარის დახარჯვას გეგმავს.


ამ მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მანათობელი ფიგურების აღდგენისა და მონტაჟი-დემონტაჟის სამუშაოებისთვის, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც დაინტერესებული კომპანიებისთვის წინანადების მიღება 20 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება.


სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 2016-2017 წლებში ქუთაისში საახალწლო მანათობელი ფიგურების აღდგენა და მონტაჟი-დემონატჟის სამუშაობი, წმინდა ნინოს, ფალიაშვილის, ბუხაიძის, წერეთლის, პუშკინის,გრიშაშვილის, ცისფერყანწელების,9 აპრილის და ტაბიძის ქუჩების, ახალგაზრდობის, ჭავჭავაძის და რუსთაველის განზირის, ცენტრალური ბაღის, თეთრი და ბალახვნის ხიდების , მერიის შენობისა და 9 აპრილის სკვერის , აღმაშენებლის ხეივანის,სამტრედიის გზაგამყარი ხიდის, #1 და #3 საჯარო სკოლების მიმდებარედ უნდა განახორციელოს. ასევე, მან უნდა უზრუნველყოს თეთრი და მწვანე ნაძვის ხეების მონტაჟი და დემონტაჟი.

ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობასთან დაკავშირებული ერთი ტენდერი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს უკვე გამოაცხადა, რომელიც შემსყიდველს ახალი მორთულობის შეძენას ავალდებულებდა, თუმცა, ტენდერი ჩავარდა. 49 250 ლარის ღირებულების ელექტრონული შესყიდვაში მხოლოდ შპს "მარდმა" მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დოკუმენტის ტექნიკური ხარვეზის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.



 



 

Print