ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში საგზაო უსაფრთხოების კამპანია მიმდინარეობს
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ "საგზაო უსაფრთზოების" კამპანიის ფარგლებში, პროექტის პრეზენტაცია გამართა.



სასწავლწბლის ეზოში მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის ავტომნაქანების და საგზაო მოძრაობის ბანერების გამოფენა მოეწყო.

"საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, შეხვერდას ვმართავთ წერეთლის უნივერსიტეტის სტუდნეტებთან. სწორედ, ისინი არიან ის ძალა, რომელიც ამ კამპანიას წინ წაწევს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოუწიდებენ ამ უმნიშვენელოვანეს კამპანიაში ჩართვისკენ," - განაცხადა შსს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, დათო ნიკოლეიშვილმა.

"საგზაო უსაფრთხოების" კამპანიის ფარგლებში გამოფენა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და წერეთლის უნივერსიტეტის რექტომა გირგი ღავთაძემ დაათავლიერეს.

წერეთლის უნივერსიტეტში, ასევე, სპორტული კლუბის წევრების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობის ამსახველი და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული გასული საუკუნის ფოტოების გამოფენა მოეწყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით "საგზაო უსაფრთხოების" კამპანია 2015 დლის დეკემბრიდან საქართველოს მაშტაბით ხორციელდება.

 

Print