ახალი ამბები
ქუთაისის მერიასა და "Lions Club Kutaisi"-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
FaceBook
ქუთაისის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია "Lions Club Kutaisi"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანს ადგილობრივ თვითმმართველობასა და კლუბს შორის სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენს.

ადგილობრივი ხელისუფლება, კლუბს შესაძლებლობის ფარგლებში სხვადასხვა  პროექტის განხორციელებაში მატერიალური და ადამიანური რესურსით დაეხმარება. 

“Lions Club International" ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს. მათი მთავარი მიზანი   ქველმოქმედებაა.

კლუბი  პროექტებს ასევე ახორციელებს  ჯანდაცვის, განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით.

შეხვედრას  “Lions Club" –ის ს
აერთაშორისო დირექტორი  იორნ ანდერსენი ესწრებოდა.

Print