ახალი ამბები
საჩხერეში „მუხრანობა 2016“ –ისთვის ემზადებიან
FaceBook

რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სასცენო დეკორაცია.


სახალხო დღესასწაულზე რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.


"მუხრანობის" აღნიშვნა 6 ნომებერს საირმე–ჭორვილა–მოძვი–ჯალაურდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გახსნით დაიწყება.


12:00 საათზე დაგეგმილია არგვეთის საჯარო სკოლაში პოეტ მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პერფორმანსი.

მოგვიანებით  პოეტის სახლმუზეუმში ადგილობრივი მსახიობები ლიტერატურულ კომპოზიციას წარმოადგენენ.

საჩხერის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმღერებს  ანსამბლი „მოდინახე“ .

15:00  საათიდან რკინიგზის მოედანზე დაიწყება  სპორტული თამაშობები და  გამოფენა. მოეწყობა   ეთნოგრაფიული კუთხეები.

16:00 საათიდან კი თეიმურაზ წიკლაურთან ერთად, ქართული ესტრადის  ცნობილი შემსრულებლები დასკვნითი კონცერტს გამართავენ.

სახალხო დღესასწაულზე დააჯილდოვებენ საჩხერის საპატიო მოქალაქეებსაც.

„მუხრანობა 2016–ს“ საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.

 

Print