ახალი ამბები
ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი 5 406 188 ვიზიტორმა გადაკვეთა
FaceBook
2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 5 406 188 ვიზიტორმა გადაკვეთა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს მონაცემი 8,1%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება გასულ თვეს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში 527 157 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4,5 %-ით აჭარბებს 2015 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს.

ბოლო 10 თვის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტების საერთო რაოდენობიდან, საქართველოს ტურისტული მიზნით 2 372 351 ადამიანი ეწვია.

განხორციელდა 121 511 ტრანზიტი, ხოლო სხვა მიზნით ქვეყანაში 190 026 ადამიანი შემოვიდა.

ამასთანავე, გასულ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან დაფიქსირდა.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მიმდინარე წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ლატვიიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან და იტალიიდან ეწვია.



Print