ახალი ამბები
"ტორპედოს" გულშემატკივრები - თუკი ვინმე აგრესიას გამოიჩენს, უკან არ დავიხევთ
FaceBook

დავით ყიფიანის თასზე ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ნახევარფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად იმერეთის კლუბების 5 ფანკლუბის 200-ზე მეტი წარმომადგენელი თბილისში უკვე გაემგზავრა.


მათი თქმით, მცხეთაში პატრულის კოლონა ელოდებათ, რომლებიც სავარაუდოდ შეამოწმებენ თბილისში ჩასვლამდე და ამის შემდგომ საპატრულო ეკიპაჟები გულშემატკივრებს დინამო არენამდე უსაფრთხოდ მიაცილებენ.

თამაშის დაწყებამდე ქუთაისელი გულშემატკივრები "დინამო არენას" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში მსვლელობის მოწყობას გეგმავენ.

"ჩვენ ჩავდივართ თბილისში და ქუჩებში დავიწყებთ მსვლელობას "ტორპედოს" გამამხნევებელი შეძახილებით, თუკი ვინმე ჩვენს მიმართ აგრესიას გამოიჩენს,
უკან არ დავიხევთ და ყველას გავცემთ შესაბამის პასუხს," - ამბობს "ჯუნგლების" წევრი ჭურაძე.

თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის დაპირისპირება მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 16 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი ა.ნონიკაშვილი იქნება. დისკვალიფიკაციის გამო "დინამო" თბილისს ორი ფეხბურთელი დააკლდება (რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი).

შეხვედრის პირდაპირი ტრანსილაცია საზ.მაუწყებლის მეორე არხზე გადაიცემა.

საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალური შეხვედრა კი მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.



 

Print