ახალი ამბები
გენადი მარგველაშვილი - არ ვაპირებ სკოლის დირექტორად დარჩენას
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, გენადი მარგველაშვილს, რომელიც #41 საჯარო სკოლის დირექტორია, შვებულება მიმდინარე წლის 3 ნოემბერს ეწურება.

მან არჩევნების მეორე ტურში ქუთაისის #47-ე ოლქში ხმების უმრავლესობა მიიღო.

გენადი მარგველაშვილი ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელად დარჩენას არ აპირებს.

"3 ნოემბერს მივალ სკოლაში და ალბათ, გათავისუფლების შესახებ განცხადებას სამეურვეო საბჭოს წარვუდგენ," - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში გენადი მარგველაშვილი.

ის ქუთაისის #41- საჯარო სკოლის დირექტორად 2010 წელს დანიშნეს, ხოლო 2011 წელს კონკურსის გზით, 6 წლიანი ვადით, აირჩიეს.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე ამბობს, რომ, შესაძლოა დირექტორის არჩევის წესში ცვლილება შევიდეს.

"საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონის მერვე მუხლის თანახმად, მაჟორიტარობის კანდიდატს, გამარჯვების შემთხვევაში, უფლება არ აქვს დარჩეს საჯარო სკოლის დირექტორის პოტსზე.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გენადი მარგველაშვილმა, ქუთაისის #47 საარჩევნო ოლქში, ამომრჩევლთა 11 313 ხმა  ( 69,25% ) მიიღო.





Print