ახალი ამბები
გუბაზ სანიკიძე – დღე და ღამე ვმუშაობ
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ის პარლამენტში აქტიურად მუშაობს და მოქალაქეებსაც ყოველკვირეულად ხვდება. როგორც ქუთაისის მაჟორიტარი ამბობს, ქალაქში ბევრი ისეთი პროექტი მიმდინარეობს, რისი აფიშირებაც არ ხდება.

"პრესის წარმამადგენლებმა იქნებ ცოტათი შეიწუხოთ თავი და ყოველ კვირას შეხვედრებს დაესწროთ. დღე და ღამე მიწევს მუშაობა სამხრეთის მიმართულებით, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სადაც ბევრი პრობლემა გვაქვს. ის საკითხები, რაც ჩვენი პრესისთვის აქტუალურია, ჩემთვის ნაკლებად აქტუალურია. რადგან ვთვლი, რომ უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს, ვიდრე ბევრს გონია. სააკაშვილმა მიგვაჩვია ყველა ტელევიზორთან ჯდომას და ყუთიდან ვიღებთ ინფორმაციას. ბევრი რაღაცეები კეთდება, რისი აფიშირებაც არ ხდება," – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ქუთაისიპოსტთთან საუბარში.
ქუთაისის მაჟორიტარის განცხადებით, მოქმედი პარლამენტის ვადის ამოწურვისათვის ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება და გამართული საკანალიზაციო სისტემა ექნება.
მაჟორიტარის დაპირებების ფონზე, ქუთაისისპოსტის მიერ ქუთაისში გამოკითხული 30 ადამიანიდან, ყველა ამბობს, ქალაქისთვის ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია. ნახეთ ვიდეო:

Print