ახალი ამბები
ქუთაისის საოქლო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას იწყებს
FaceBook
ქუთაისის # 59 –ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას იწყებს.

კომისიის სხდომა  დღეს,  საღამოს 18:00 საათზეა ჩანიშული. 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში,  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების  მეორე ტურში, უბნებზე 21 საჩივარი დაიწერა,

საოლქოში ამბობენ, რომ შესაძლოა რამდენიმე საჩივარი, რომლის შინაარსიც იდენტურია, გაერთიანდეს.

კომისიამ  საჩივრების განხილვა ხვალ  უნდა დაასრულოს.

არჩევნების მეორე ტური ქუთაისის სამივე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

სამივე ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 



Print