ახალი ამბები
კობა ნარჩემაშვილი - საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც "ოცნებამ" მიიღო, არ გახლავთ საგანგაშო
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საგანგაშო არ არის.

"ჩვენ დავადასტურებთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო არ გახლავთ საგანგაშო რამ. პირიქით, ეს არის ძალიან ქმედითი მექანიზმი ეფექტიური გადაწყვეტილების მისაღებად. ძალიან მალე, საზოგადოება, ყველა დარწმუნდება იმაში, რომ საკონსტიტუციო უმარლესობა ისეთი დაბალანსებული და არაავტორიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებისთვის, როგორიც "ქართული ოცნებაა", იქნება ძალიან ეფექტური იარაღი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში," - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა როგორც საკუთარ, ისე კონკურენტის ამომრჩევლებს. ნარჩემაშვილის თქმით, ის არ დაყოფს ამომრჩეველს პარტიულობის მიხედვით და ყველაფერს გააკეთებს მის მიერ გაჟღერებული პროექტების შესასრულებლად.

რაც შეეხება, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაძლო გადასვლას ის ირწმუნება, რომ დარჩება ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში.

"მე ნამდვილად არ ვაპირებ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლებას. პრინციპში, ეს მაინც ვთვლი, რომ ჩემთვის არის გუშინდელი დღე. ჩემთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საჯარო პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. ამ ხნის განმავლობაში გარკვეული იდეები, ხედვები დამიგროვდა," - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მან ქუთაისის #49 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმების -67, 33 % (11 813 ხმა), ხოლო მისმა ოპონენტმა, გიგი წერეთელმა "ნაციონალური მოძრაობიდან" - 32, 67% (5 733 ხმა) მიიღო.


Print