ახალი ამბები
ჭიათურაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა 11 644 ხმა მიიღო
FaceBook
ჭიათურის #56-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 58-ვე საარჩევნო უბანი დათვლილია.

ცენრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატი "ქართული ოცნების" კანდიდატს, სულხან მახათაძეს ერგო.

მან 43 798 ამომრჩეველიდან ხმების 63.94% მიიღო, რამაც რაოდენობრივად 11 644 ხმა შეადგინა, ხოლო "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თეიმურაზ გაფრინდაშვილმა 5 579 ხმა (36.05%) მიიღო.

ჭიათურაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გამარჯვება მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს წინასწარ, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე აღნიშნეს.



Print