ახალი ამბები
ზესტაფონში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს
FaceBook
ზესტაფონის #52 სამაჟორიტარო ოლქში ყველა უბანზე ხმები დათვლილია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს.

შალვა კიკნაველიძემ ხმების 78,63% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ბეჟან ბუცხრიკიძემ - 21, 37 %.

ზესტაფონის #51-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კახნიაშვილის განცხადებით, კომისიაში ამ დრომდე საჩივარი არ შესულა.

ზესტაფონში სულ 46 უბანია.





Print