ახალი ამბები
ჭიათურაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გამარჯვება შედეგების გამოცხადებამდე აღნიშნა
FaceBook
ჭიათურაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გამარჯვება წინასწარ აღნიშნეს.

#56 საარჩევნო ოლქის 58–ვე უბანზე ხმის დათვლის პროცედურები ჯერ არ დასრულებულა. ამ დროისთვის 58 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 9 უბნის მონაცემია ცნობილი.

სულხან მახათაძის გამარჯვება კი მხარდამჭერებმა და თავად კანდიდატმა საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ფეიერვერკებით აღნიშნეს. ისინი "ქართული ოცნების" შტაბთან არიან შეკრებილი.

მახათაძის მხარდამჭერები ქალაქში ავტომობილებით, სიგნალებითა და ხმამაღალი მუსიკის თანხლებით გადაადგილდებიან.

"ამ ქალაქისთვის ნამდვილად ღირდა ბრძოლა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს არჩევანი გააკეთა. დღეს ჭიათურამ ნამდვილად ღირსეული არჩევანი გააკეთა", - განაცხადა სულხან მახათაძემ.

ჭიათურაში, არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარობისთვის "ქართული ოცნებიდან" სულხან მახათაძე და "თავისუფლი დემოკრატებიდან" თეიმურაზ გაფრინდაშვილი იბრძოდნენ.

#56 საარჩევნო ოლქში სულ 43 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print