ახალი ამბები
ბაღდათში ამომრჩეველთა აქტივობამ 44,07% შეადგინა
FaceBook
ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისია მეორე ტურში ამორჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემებს ავრცელებს.

კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის 37-ვე უბანი დახურულია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა 12 457–მა მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,07% შეადგენს.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბაღდათის 37-ვე უბანზე არჩევნებში მონაწილეობა 12 990 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 45,96% შეადგენდა.

ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261 შეადგენს. აღნიშნულ ოლქში ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბანი შედის.




Print