ახალი ამბები
დარღვევა ჭიათურის საარჩევნო უბანზე
FaceBook
ჭიათურის #56 საოლქო საარჩევნო კომისიაში 1 საჩივარი  შევიდა. 

საჩივარი პროცედურულ დარღვევას - საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსებას ეხება, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა ჭიათურის  #25 საარჩვენო უბანზე დააფიქსირა.

"როგორც ამიხენეს, საკონტროლო ფურცელში სახელი და გვარი არასწორ გრაფაზე არის მითითებული, მე პირადად ამ საჩივარს განსაკუთერბულად ვერ ვცნობ"- ამბობს ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა სამხარაძე.

სამხარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საიას მიერს მზადდება  კიდევ ერთი საჩივარი, თუმცა კომისის თავმჯდომარე აღნიშავს, რომ საოლქოში დაფიქსირებულ იმ ხარვეზებს არკვევს, რომელზეც საია საჩივარის დაწერას აპირებს.

ჭიათურაში სულ 58 საარჩევნო უბანია გახსნილი,  სადაც  43 798 ამომრეველია რეგისტრირებული. აქედან, 17:00 მონაცემებით, საკუთარი არჩვენაი 15 997 ამომრჩველმა დააფიქსირა.
Print