ახალი ამბები
15 საათის მონაცემებით ჭიათურაში არჩევანი 31,72 %-მა დააფიქსირა
FaceBook

ჭიათურის #56 საოლქო საარჩევნო კომიისის თავმჯდომარის მამუკა სამხარაძის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ჭიათურაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 31,72 % -მა (13 890 ამომრჩეველი) საკუთარი არჩევნი დააფიქსირა.


სამხარძის განმარტებით, ჭიათურის 58 უბნიდან დარღვევა არცერთში არ დაფიქსირებულა.

" იყო არასამთავრო ორგანიზაციის მიერ სიტყვიერი შენიშვნები, რომელსაც მე არ ვეთანხმები, მაგრამ საჩივარი, არცერთ სადამკვირებლო ორგანიზაციას და პარტიას არ დაუფიქსირებია. რაც შეეხება ამორჩეველთა აქტვიობას, დღის პირველ ნახევართან შედარებით მომატებულია, თუმცა თუ შევადარებთ 8 ოქტობრის არჩევნებს, 4%-ით ნაკლებია" - განაცხადა ჭიათურის #56 საოლქო საარჩევნო კომიისის თავმჯდომარე, მამუკა სამხარაძემ.

ჭიათურაში, არჩევნების მეორე ტურში ჭიათურის მაჟორიტარობისთვის 58 საარჩევნო უბანში ერთმანეთს "ქართული ოცნებიდან"  სულხან მახათაზე და "თავისუფლი დემოკრატებიდან" თეიმურაზ გაფრინდაშვილი იბრძვს.

"თავისუფლი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატის მხრდასაჭერად პარტიის ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია  ჭიათურაში ჩავიდა.

ჭიათურაში სულ 43 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

Print