ახალი ამბები
15 საათისთვის ბაღდათში ამომრჩეველთა აქტივობა 32,74%-ს შეადგენს
FaceBook
ბაღდათის #52 საოლქო საარჩევნო კომისია 15 საათის მდგომარეობით ამორჩეველთა აქტივობის შესახებ მონაცემებს ავრცელებს.

კომისიის განცხადებით,  37-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 9 256 მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 32,74%-ს შეადგენს.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 15 საათისთვის ბაღდათის 37-ვე უბანზე არჩევნებში მონაწილეობა 10 984 მოქალაქემ მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38,87%-ია.

ბაღდათის №52 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 2 საჩივარი შევიდა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა შეავსეს.

ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 28 261 შეადგენს. აღნიშნულ ოლქში ბაღდათის 30 და ზესტაფონის 7 უბანი შედის.


Print