ახალი ამბები
დაპირისპირება ზესტაფონში - "კამერის დამტვრევით დამემუქრნენ"
FaceBook
ზესტაფონში, #4 საარჩევნო უბნის გარე ტეროტორიაზე დაპირისპირება მოხდა.

კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტის კოორდინატორის ზურაბ რიჟამაძის თქმით, უბნის გარეთ ვიდეოკამერით გადაღების დროს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

"ვიღებდი გარეთ კამერით, უცებ მოცვივდა ოთხი უცნობი პირი და დამიწყეს მუქარა, თუ არ შევწყვეტდი გადაღებას კამერას დამიმტვრევდნენ. ჩემი ვარაუდით ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოვითხოვე აეხსნათ ჩემთვის თუ ვინ იყვნენ, თუმცა მას შემდეგ რაც მაიძულეს გადაღება შემეწყვიტა, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ", - აღნიშნავს ზურაბ რიჟამაძე.

რიჟამაძის თქმით, მას ეჭვიც არა აქვს, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ეს ადამიანები.

#4 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ელისო გიორგაძის ინფორმაციით, მას აღნიშნული ინციდენტის შესახებ არაფერი გაუგია. "ჩვენი უფლებამოსლება უბნის გარეთ არ ვრცელდება", - აცხადებს ელისო გიორგაძე.
Print