ახალი ამბები
ავთანდილ ოსეფაიშვილი – არ ვიცი კარუსელი იყო თუ საქანელა
FaceBook
"არ ვიცი კარუსელი იყო თუ საქანელა", – ასე გამოეხმაურა ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი #37 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს.

აღნიშნულ უბანზე მოსულ ამომრჩეველს მარკირების სითხის კვალი აღმოაჩნდა, რის გამოც მას კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის უფლება არ მისცა.

"ეს იღებდა მასიურ ხასიათს. არ ვიცი კარუსელი იყო თუ საქანელა, თუმცა აღვკვეთეთ ის ქმედებები, რაც ამას მოჰყვებოდა," – განმარტავს ავთანდილ ოსეფაიშვილი.

#59 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან ამ შემთხვევის შესახებ საოლქო კომისიას შეაყოტობინა, საიდანაც ადგილზე კომისიის შექმნის და ხმათა უმრავლესობით გადაწვეტილების მიღების რეკომენდაცია მიიღო.

"შევქმენით 8 კაციანი კომისია, სადაც დამკვირვებლებიც იყვნენ შესული. აქედან, 5–მა წევრმა თანხმობა განაცხადა, სამი კი წინააღმდეგი წავიდა. შესაბამისად, ორივე ქალბატონმა კენჭსყრა მოახერხა. განვიხილეთ ის ვარიანტი, რომ ეს იყო წინა არჩევნების მარკირების კვალი," – ამბობს რუსუდან ედიბერიძე.






Print