ახალი ამბები
15 საათისთვის ქუთაისში ხმის მიცემის პროცედურა 32 790–მა ამომრჩეველმა გაიარა
FaceBook
ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამორჩეველთა აქტივობის 15 საათიან მონაცემებს ავრცელებენ.

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 32 790–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 22 % შეადგენს.

#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა აქტოვობა ჯერ კიდევ დაბალია.

2016 წლის 8 ოქტომბერს 15 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 46 588–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 28,81% შეადგენდა.

ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში საჩივრების რაოდენობა არ გაზრდილა.

ქუთაისში სულ 161 709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 129 საარჩევნო უბანია.

ქვეყნის მასშტაბით არჩევნები 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 478 042 შეადგენს.

Print