ახალი ამბები
ირაკლი ალასანია – ვმიჯნავ ჩემი პოზიციისგან "ქართული ოცნების" მხარდაჭერის კამპანიას
FaceBook
"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი, ირაკლი ალასანია ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თეიმურაზ გაფრინდაშვილის მხარდასაჭრად ჩავიდა.

პარტიის ყოფილმა ლიდერმა ადგილობირივებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

"ერთმნიშვნელოვნად ვმიჯნავ ჩემი პოზიციისგან და "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციისგან, რამდენიმე ჩვენი ყოფილი წევრის მიერ, "ქართული ოცნების" მხარდაჭერის წამოწყებულ კამპანიას. მათ თავიანთი პოლიტიკური გზა აქვთ არჩეული. ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ღირებულებების, რითაც აქამდე მოდიოდნენ "თავისუფალი დემოკრატები". არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვუჭერთ ჩვენ მხარს, გარდა ჩვენი კანდიდატის თეიმურაზ გაფრინდაშვილისა," – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად "ქართული ოცნების" კანდიდატი სულხან მახათაძე და "თავისუფალი დემოკრატებიდან" თეიმურაზ გაფრინდაშვილი იბრძვიან.




Print