ახალი ამბები
ქუთაისში #37 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მარკირების სითხის კვალი აღმოაჩნდა
FaceBook
ქუთაისში #37 საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს მარკირების სითხის კვალი აღმოაჩნდა.

კომისიის თავმჯდომარემ მას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის უფლება არ მისცა.

"ამომრჩეველი ქალბატონი ჯიუტი აღმოჩნდა და გადაწყვიტა, რომ ხმა აუცილებლად უნდა მიეცა," – განაცხადა #37 საარჩევნო უბანის კომისიის თავმჯდომარემ, რუსუდან ედიბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში უბანზე, მეორე ამომრჩეველიც მივიდა, რომელსაც მარკირების სითხის კვალი ანალოგიურად აღმოაჩნდა.

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან ამ შემთხვევის შესახებ საოლქო კომისიას შეაყოტობინა, საიდანაც ადგილზე კომისიის შექმნის და ხმათა უმრავლესობით გადაწვეტილების მიღების რეკომენდაცია მიიღო.

"შევქმენით 8 კაციანი კომისია, სადაც დამკვირვებლებიც იყვნენ შესული. აქედან, 5–მა წევრმა თანხმობა განაცხადა, სამი კი წინააღმდეგი წავიდა. შესაბამისად, ორივე ქალბატონმა კენჭსყრა მოახერხა. განვიხილეთ ის ვარიანტი, რომ ეს იყო წინა არჩევნების მარკირების კვალი," – ამბობს რუსუდან ედიბერიძე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით უბანში გამოძახებული იქნა საპარტულო პოლიცია, უბანზე შეიქმნა ამომრჩეველთა რიგი.

ქუთაისში #37 საარჩევნო უბანზე 1475 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ დროისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა 300 ამომრჩეველმა მიიღო.



Print